რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, უკრაინის მხარეს მებრძოლი 2 ქართველი ტყვედ აიყვანეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველის ტყვედ აყვანა შეძლეს.
ს თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ქართველი ტყვის დაკითხვაა ნაჩვენები. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, ეს არის საქართველოს მოქალაქე, გიორგი გოგლიძე, რომელიც უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში სნაიპერი იყო.
ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათ ტყვედ აიყვანეს ამავე ლეგიონის კიდევ ერთი მებრძოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე – გიორგი ჩუბითიძე.
ტაბულა გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.