რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა | ზელენსკი

“რუსეთმა შავი ზღვა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის 2008 წელს გამოიყენა. ომისა და ქაოსის გაღვივება ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში. ს დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ… 24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა სცადა ჩვენი რეგიონისა და შავი ზღვის იარაღად გადაქცევა და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება აგრესორს სჭირდებოდა, რათა გაენადგურებინა სურსათის მსოფლიო ბაზარი და ამით გამოეწვია ქაოსის ახალი აფეთქებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი თანამშრომლობის წყალობით ეს ყველაფერი ჩერდება. […] მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოს, ხალხის, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს საერთაშორისო წესრიგის დაცვას და უფრო მეტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მსოფლიოსათვის. მადლობას ვუხდი ჩვენ მეზობლებს რეგიონში – თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, მოლდოვას – გლობალური უსაფრთხოების მხარეზე ყოფნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და ს აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიებს შექმნის”.