-მ რუსული ნავთობის ნაწილი სანქციებისგან დამატებით 30-დღიანი ვადით გაათავისუფლა

ნავთობტანკერი ანატოლი კოლოდკინი
-მ რუსული ნავთობის ნაწილი სანქციებისგან დამატებით 30-დღიანი ვადით გაათავისუფლა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ეს გამონაკლისი ქვეყნებს საშუალებას აძლევს შეიძინონ რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც გემებზე 17 აპრილამდე ჩაიტვირთა. ბრძანება ცვლის აშშ-ს მიერ 13 მარტს დაწესებულ 30-დღიან გამონაკლისს, რომლის ვადაც 11 აპრილს ამოიწურა.
Reuters-ს აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების, რომლებიც აშშ-სა და ისრაელის ირანთან ომის ფონზე მკვეთრად გაიზარდა, კონტროლის ფარგლებში აშშ-ს ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილია. სააგენტო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აშშ-მ მას შემდეგ მიიღო, რაც აზიის ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობის მაღალი ფასებით განსაკუთრებით დაზარალდნენ, ვაშინგტონს ალტერნატიულ მიწოდებების ბაზრებზე დაშვება სთხოვეს.
“[ირანთან] მოლაპარაკებების დაჩქარების პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს სურს უზრუნველყოს, რომ ნავთობი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, ვისაც ეს სჭირდება” – განაცხადა აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მხოლოდ ორი დღით ადრე, ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსული ნავთობის შეძენაზე დაწესებულ გამონაკლისის განახლებასა და ირანული ნავთობისთვის მოქმედი სხვა გამონაკლისის გაგრძელებას, რომლის ვადაც 19 აპრილს იწურება, არ გეგმავდა.