“ირანი ვერ დაგვაშანტაჟებს” – ტრამპი ჰორმუზის სრუტის ხელახლა ჩაკეტვას გამოეხმაურა

-ს პრეზიდენტი
Anna Moneymaker/Getty Images
-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში რეპორტიორებს განუცხადა, რომ დღეს ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით “საყვარლობა” სცადა, თუმცა, მისი თქმით, თეირანთან მოლაპარაკებები გრძელდება. ტრამპმა დაამატა, რომ ირანი აშშ-ს “შანტაჟს” ვერ შეძლებს.
დღეს ჰორმუზის სრუტის ხელახლა ჩაკეტვის მიუხედავად ტრამპმა რეპორტიორებს უთხრა, რომ ირანთან დიალოგი “ძალიან კარგად მიმდინარეობს”.
“ჩვენ მათ ველაპარაკებით. დღის ბოლომდე ინფორმაცია გვექნება.” – დაამატა მან.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ისლამურმა რეჟიმმა სრუტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებით “საყვარლობა” სცადა: “მათ სრუტის კვლავ ჩაკეტვა სურდათ… ისინი ვერ დაგვაშანტაჟებენ”. – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, დღეს ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ირანული პორტების ბლოკადის გამო, ჰორმუზის სრუტეს კვლავ კეტავს. რეჟიმის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ “ჰორმუზის სრუტის კონტროლი დაუბრუნდა თავის წინანდელ მდგომარეობას… შეიარაღებული ძალების მკაცრი მართვისა და კონტროლის ქვეშ”.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ამერიკული ბლოკადა “სრულად ძალაში დარჩება” მანამ, სანამ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას “100%-ით” არ მიაღწევს, მათ შორის თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ტრამპი: თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ბირთვულ მასალას არამეგობრული გზით გამოვიტანთ
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ პირველად სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების კოლონა გადაადგილდებოდა.
თუმცა, დღეს დილით გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) განაცხადა, რომ “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა ორმა სწრაფმავალმა კატერმა” ომანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტანკერს ცეცხლი გაუხსნა.
ამასთან, გამოცემა Axios-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ შაბათს ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, სამ კომერციულ გემს დაესხნენ თავს. გამოცემის მიხედვით, მათგან ერთ-ერთი ხომალდი ნაწილობრივ დაზიანდა, თუმცა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გუშინ, 17 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბრისას განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევას მომდევნო “ერთ-ორ დღეში” მოელის. ამასთან, ცალკე ინტერვიუებში მან აღნიშნა, რომ ამერიკა ირანიდან გამდიდრებულ ურანს გამოიტანს და აშშ-ში წაიღებს. ტრამპი ასევე ირწმუნებოდა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზეც დათანხმდა. თუმცა, მოგვიანებით ირანის რეჟიმის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს “სიცრუე” უწოდა.
“შეთანხმებას 1-2 დღეში მოველით” – ტრამპის თქმით, ირანი ბირთვულ პროგრამას შეაჩერებს
ირანის პარლამენტის სპიკერი მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის განცხადებებს უარყოფს