AP: ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვაშისოციალური მედია / Xგამოცემა Associated Press-ს თავდაცვის სფეროს ორმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული USS Gerald R. Ford, ახლო აღმოსავლეთის წყლებს დაუბრუნდა.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, ავიამზიდმა, ორ საესკადრო ნაღმოსანთან ერთად, სუეცის არხი გაიარა და ახლა წითელ ზღვაში დაცურავს.
ცნობისთვის, Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო ტექნიკური მომსახურება გახდა საჭირო.
წითელ ზღვაში დაბრუნებით Ford რეგიონში მეორე ავიამზიდი იქნება, არაბეთის ზღვაში მცურავ USS Abraham Lincoln-თან ერთად.
პარალელურად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მიზნით აფრიკის სანაპირო ზოლის შემოვლით ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება მესამე ამერიკული ავიამზიდი, USS George H.W. Bush-იც.
მედია: ახლო აღმოსავლეთისკენ მე-3 ამერიკული ავიამზიდი და დამატებითი ძალები მიემართებიან
WP-ს ცნობით, ავიამზიდ USS George H.W. Bush-ზე დაახლოებით 6 000 სამხედრო იმყოფება და მას რამდენიმე სამხედრო გემი უწევს ესკორტირებას. დამატებითი ძალები რეგიონში უკვე მყოფ 50 000-მდე სამხედრო მოსამსახურეებს შეუერთდებიან.