ვარლამ ლიპარტელიანი: შეხვედრის მიზანია მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან, რადგან მათი როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა რეგიონული ტურნეს შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის მთავარი მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაციის დამყარებაა.
„პირველ რიგში, შეხვედრის მიზანი არის ის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან. უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები- პოლიტიკური პროცესი იქნება თუ ადგილობრივად განვითარება იქნება მათი ქალაქის და ასე შემდეგ. რაც მთავარია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ მათი როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში და ჩვენი გუნდის მეთაურმა, პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი უდიდესი წვლილი იქნება სამომავლოდ თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი