თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი,, ლუკა მაისურაძე (90კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონმა სერბეთის ნაკრების წევრი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.
ლუკა მაისურაძემ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე რიმ ფრიდმან ზილბერშტეინს, ისლამ სოგენოვს, ივაილო ივანოვსა და ალექს კრეტს სძლია.
დღეს მოპოვებული ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატებზე ლუკა მაისურაძისთვის მეოთხეა. ჩემპიონი ის 2022 წელს გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
2026 წლის კონტინენტის პირველობაზე მაისურაძემ საქართველოს დელეგაციას მეხუთე მედალი მოუტანა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ხოლო ვერცხლის მედალი ქართულ დელეგაციას გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) შესძინეს.