საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელშიც საბერძნეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ეგვიპტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასამბლეის მიერ ბოლო პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით ისაუბრეს.  ამასთან, ხაზი გაესვა ასამბლეის საქმიანობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ორიენტირებულია გლობალური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაზე.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჩვენი ქვეყნებისათვის არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ ჩვენი კულტურული იდენტობის, ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. მისივე თქმით, სწრაფად ცვალებად სამყაროში, ჩვენი ერები ამ მყარ ფუნდამენტზე დგომით იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს.
საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა უწმინდესისა და უნეტარესის, -ის ღვაწლის შესახებ და დელეგაციის წევრებს გულწრფელი სამძიმრისა და თანაგრძნობისათვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) გენერალური მდივანი, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ახალი დემოკრატიის“ გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) პრეზიდენტი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის წევრი იოან ვულპესკუ, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი ელიას მირიანთუსი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი მანალ ჰელალი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის წევრი მილე ტალევსკი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მრჩეველი  კოსტას მიგდალისი, ხოლო საქართველოს მხრიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ზაზა ლომინაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს