ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–-ნინოწმინდის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ფარავნის უღელტეხილზე გამავალ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”. – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.