თოვლის გამო უშგული-ლასდილისა და მესტია-უშგულის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლის გამო უშგული-ლასდილის გზაზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მესტია-უშგულის გზაზე კი, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ჯვარი-მესტიის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.