საზონოვის 80 წუთი – “ტორინომ” და “სალერნიტანამ” ქულები გაიყვეს

სერია A-ს 22-ე ტურში “ტორინო” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ “სალერნიტანას” დაუპირისპირდა, შეხვედრა უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა.
მასპინძელთა გუნდში საბა საზონოვმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, რამდენჯერმე არაზუსტი პასი გააკეთა, თუმცა ამას ხიფათი არ მოჰყოლია.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს მეორე ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია. ტურინელთა თავკაცმა ივან იურიჩმა საბა მე-80 წუთზე შეცვალა.
შეხვედრის მიწურულს “ტორინოს” კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პიეტრო პელეგრის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა.
“ტორინო” 32 ქულით მე-10 ადგილზეა და 10 თებერვალს გასვლაზე “სასუოლოს” დაუპირისპირდება.