Mercedes-Benz-ი დუბაიში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

Mercedes-Benz-მა გამოაცხადა, რომ ძალებს უძრავ ქონებაში მოსინჯავს. საავტომობილო ბრენდმა, ცნობილ დეველოპერ ბინგატთან ერთად, თავისი პირველი უძრავი ქონების პროექტი – Mercedes-Benz Places-ის მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი წარმოადგინა დუბაიში. ამის შესახებ კომპანიის ინსტაგრამის გვერდზე იტყობინება.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Mercedes-Benz Places Dubai-ში. მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ ჩვენი ახალი უძრავი ქონების ბრენდი, სადაც დიზაინი ხვდება. Mercedes-Benz Places-ს დუბაიში ახასიათებს გამორჩეული ელიფსური ექსტერიერი, რომელიც ულტრათანამედროვე მანქანის კონტურებს მოგვაგონებს “, – ნათქვამია გამოცემაში.
Mercedes-Benz Places იქნება საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ბინების ფასი 10 მილიონი დოლარიდან დაიწყება.
Binghatti Properties-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მუჰამედ ბინგატიმ განაცხადა, რომ მშენებლობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ 2026 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება.
მუჰამედ ბინგატიმ ისიც თქვა, რომ დეველოპერის მიერ მდგრადობის ვალდებულებების შესაბამისად, შენობის უკანა ნაწილი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ელექტრო მანქანების დამტენი სადგურებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ