სპორტულმა ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ „ნაპოლისა“ და „საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა ხვარაცხელია წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. ის პირველი ფეხბურთელია 42 წლის განმავლობაში, ვისაც ეს ტიტული ერგო. ასოციაციამ ბოლოს 1981 წელს მიიჩნია ფეხბურთელი – რამაზ შენგელია – ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად. გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დაასახელა. ძალოსან ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადასცეს.
მედიის რჩეული ქალ სპორტსმენად ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა დაასახელეს. საუკეთესო გუნდი ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა, წლის ახალგაზრდა სპორტსმენის პრიზი კი ხელბურთელ გიორგი ცხოვრებაძეს ერგო. წლის საუკეთესო მწვრთნელი კი საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ