ქოლ-ცენტრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი გადმოცემით, საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები – თვითონ არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა

ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც ადვოკატმა მედიასთან, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემებიო, თავად კი არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი გადმოცემით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები.
[ბრალდებული] არასდროს არ ყოფილა ამ ოფისში. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ის არცერთ ოფისში არ ყოფილა. თვითონ არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა”, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით კი ბრალდებულები ორგანიზებული ჯგუფის წევრები არიან და გამოძიება გრძელდება და მტკიცებულებითი სტანდარტიც საკმაოდ მაღალია.

ასევე დაგაინტერესებთ