გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. დაიღუპა ორენბურგის ოლქის მაცხოვრებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
„28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა“ – განაცხადეს თვითაღიარებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართის სამინისტროში.
ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ