ქართველი ქალების ხმა ევროპას – ქართველი ვარსკვლავების შესანიშნავი შესრულება ორბელიანის სასახლეში, წვეულება და ფოტოები პრეზიდენტთან – Marao
2023 წლის 8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ერთად იზეიმა ოვროპული ოჯახისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, როცა ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილება ევროკავშირის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა, რომელიც 2023 წლის გაფართოების პოლიტიკასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ზრდის ახალ გეგმას მიეძღვნა.
ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე 2023 წლის დეკემბერში მიიღებს.
“ევროინტეგრაცია არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს! აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება! ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“ – ამ სიტყვებიტ კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს, უფრო კონკრეტულად კი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მიმართა და გუშინ ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზეც უმასპინძლა. საღამოს არაერთო ცნობილი სახე, მათ შორის, ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაცაცო სებისკვერაძე და სხვ. დაესწრო.
სალომე ზურაბიშვილის კამპანია საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს, რომელიც ფარგლებშიც ხელმოწერები გროვდება. ამ საღამოზე შეკრებილმა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლება გაიზიარეს სალომე ზურაბიშვილის წამოწყება და ხელი მოაწერეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ფოტოები კი სოციალურ ქსელშიც გააზიარეს.
საღამო სავსე იყო სასიამოვნო დეტალებით, მათ შორის, ქართული სიმღერით.