ფოტო: shutterstock.com
7
წაკითხვა
ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულების ორ თანამშრომელს NASA-ს ჯილდო გადაეცა.
სააგენტომ დააჯილდოვა DART-თან დაკავშირებული პერიოდული ცვლილების განსაზღვრაზე მომუშავე საერთაშორისო გუნდი, რომელშიც ქართველი მეცნიერები, რაგული ინასარიძე და ვოვა აივაზიანი, ერთიანდებიან.
მათ, 70-ამდე კოლეგასთან ერთად, NASA-ს “ჯგუფური მიღწევის ჯილდო” მიიღეს. ამ პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა 21 ობსერვატორიაში განთავსებული 28 ტელესკოპი გამოიყენეს, რათა ასტეროიდთა წყვილს — დიმორფოსსა და დიდიმოსს — დაჰკვირვებოდნენ.
“საერთაშორისო დაკვირვებით ქსელში ჩართული იყო 21 ობსერვატორიაში განთავსებული 28 ტელესკოპი, ხოლო კვლევაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70 მეცნიერმა. ამ მასშტაბური თანამშრომლობის ფარგლებში მიღებულმა შედეგების ანალიზმა შესაძლებელი გახადა ასტეროიდული სისტემის ორბიტული ცვლილების მაღალი სიზუსტით განსაზღვრა.ობსერვატორია ულოცავს რაგულ ინასარიძესა და ვოვა აივაზიანს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას უხდის NASA-ს პლანეტარული დაცვის პროგრამაში შეტანილი წვლილისა და ობსერვატორიის საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენისათვის”, — ვკითხულობთ ობსერვატორიის განცხადებაში.
ასტეროიდთა ბინარული სისტემა, რომლის ორბიტაც ხელოვნურად შეცვალეს.
ფოტო: NASA DART team and LICIACube
ცნობისთვის, 2022 წელს NASA-მ ისტორიული მისია DART განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი განზრახ შეაჯახა. შედეგად, მეორე, უფრო დიდი ასტეროიდის გარშემო მისი ორბიტა ხელოვნურად შეცვალეს (33-წუთიანი სხვაობით), რაც პლანეტარული თავდაცვისთვის საჭირო ტექნოლოგიის დემონსტრირება იყო.
ამ მისიამ უფრო მასშტაბური ცვლილებაც გამოიწვია: შეჯახებამ მზის გარშემო დიმორფოსისა და მის კომპანიონ დიდიმოსის საერთო ორბიტაც შეცვალა. კერძოდ, სისტემის ორბიტალური სიჩქარე დაახლოებით წამში 11.7 მიკრომეტრით შემცირდა (საათში 42 მილიმეტრით).
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს რაგული ინასარიძის პატივსაცემად მისი სახელი ასტეროიდს უწოდეს. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასტრონომიულმა გაერთიანებამ მიიღო და კოსმოსური სხეული (32481) Inasaridze ახალ ოფიციალურ ბიულეტენში წარადგინა.
“რაგული ინასარიძე (1950) აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მომუშავე ქართველი ასტრონომია. ის ასტეროიდებზე ფოტომეტრიული და ასტრომეტრიული დაკვირვებების ექსპერტია. მას დედამიწასთან ახლომდებარე ასობით ასტეროიდის ფიზიკური მახასიათებლების კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის”, — წერია ბიულეტენში.
შესაბამისად, ეს აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებისთვის პირველი ჯილდო და აღიარება არაა. ისინი სხვადასხვა პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა961 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს193 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ191 ნახვა
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს180 ნახვა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა162 ნახვა
გირჩევთ
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
დედამიწა
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
ეკონომიკა
როგორ ვიყიდოთ ამერიკის 500 საუკეთესო კომპანია ერთი კლიკით?
როგორ ვიყიდოთ ამერიკის 500 საუკეთესო კომპანია ერთი კლიკით?
ტექნოლოგიები
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
გადახედვა
კოსმოსი
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე