ფოტო: DESI collaboration
12
წაკითხვა
ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიულმა ინსტრუმენტმა (DESI) 5-წლიანი მისია დაასრულა, რომლის მიზანიც კოსმოსის უდიდესი სამგანზომილებიანი რუკის შექმნა იყო. ამის მეშვეობით სურთ მეტი გაიგონ ბნელ ენერგიაზე, რომელიც სამყაროს აჩქარებული გაფართოების მაპროვოცირებელ ძალად მიიჩნევა.
ახალი რუკა უკვე ჩვენს ხელთაა, თუმცა DESI ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს. ის 5000 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კომპონენტისგან შედგება და არიზონაში მდებარე კიტ-პიკის სახელმწიფო ობსერვატორიის 4-მეტრიან ტელესკოპზეა განთავსებული. ინსტრუმენტმა საერთო ჯამში 47 მილიონი გალაქტიკა და კვაზარი (აქტიური გალაქტიკური ბირთვი, რომელშიც ზემასიური შავი ხვრელია), ასევე შედარებით ახლომდებარე 20 მილიონზე მეტი ვარსკვლავი შეისწავლა.
თავდაპირველად მეცნიერები პროგნოზირებდნენ, რომ დაახლოებით 34 მილიონ გალაქტიკასა და კვაზარს დააკვირდებოდნენ, მაგრამ DESI-მ მოლოდინს გადააჭარბა. მხოლოდ პირველი წლის მონაცემებმაც კი ასტრონომებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ბნელი ენერგიის შესახებ, რომლის არსებობაზეც საუბარი 1990-იან წლებში დაიწყო. ესაა იდუმალი ძალა, რომელიც გალაქტიკებს ერთმანეთს აშორებს, რაც უფრო და უფრო სწრაფად ხდება.
რუკის პატარა მონაკვეთი. სურათზე კოსმოსის ფართომასშტაბიანი სტრუქტურა მოჩანს, რომელშიც ყოველი წერტილი ცალკეული გალაქტიკაა; მკვრივ რეგიონებს გალაქტიკათა შეჯგუფებები ქმნის, მათ შორის კი “ცარიელ” არეალებს ვხედავთ.
ფოტო: DESI Collaboration
ბნელ ენერგიას სხვადასხვა ასტრონომიული მოწყობილობით შეისწავლიან. მათი მეშვეობით კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს (სამყაროს ე.წ. პირველი სინათლე), Ia ტიპის ზეახალ ვარსკვლავებსა და ბარიონული (ჩვეულებრივი) მატერიის სიმკვრივის ცვლილებებს აკვირდებიან. ამის მიუხედავად, არცერთი ინსტრუმენტი არაა ისეთი მგრძნობიარე, რომ ბნელი ენერგიის საიდუმლოს ამოხსნაში მხოლოდ ის დაგვეხმაროს. სამაგიეროდ, მათი და DESI-ს მონაცემების გაერთიანებით ამჟამად არსებული თეორიების გადახედვაა შესაძლებელი.
DESI-ს მიერ პირველ წელს მოპოვებულმა ინფორმაციამ მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ 11 მილიარდი წლის განმავლობაში გამოვლენილი ბნელი ენერგიის ეფექტი გაეანალიზებინათ. მათ მიაგნეს მინიშნებებს, რომელთა მიხედვითაც ეს ძალა შეიძლება სუსტდებოდეს. თუ ახალი მონაცემებით მკვლევართა ვარაუდი დამტკიცდება, სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი სრულიად შეიცვლება. საქმე ისაა, რომ მისი მიხედვით ბნელი ენერგია მუდმივაა, ამიტომ ასეთი ცვალებადობა არ უნდა ახასიათებდეს.
DESI-ს ბოლო დაკვირვებებზე დაყრდნობით ნაშრომებს 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ. ორი კვლევა კი გამოცემაში Astronomy & Astrophysics უკვე გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა961 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს232 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ212 ნახვა
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს188 ნახვა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა162 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
მედიცინა
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
მეცნიერება
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
მეცნიერება
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
მეცნიერება
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
დედამიწა
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
მეცნიერება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება