შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
ფოტო: peterschreiber.media/iStock/Getty Images Plus
9
წაკითხვა
ოსტეოართრიტი ხრტილის ქრონიკული დაზიანებაა, რომელიც ტკივილსა და ძვლებთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. ეს მდგომარეობა ასობით მილიონ ადამიანს აწუხებს. კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მკურნალობის წამალი შეიმუშავეს, რომელიც ჯერ მხოლოდ ცხოველებზე გამოცადეს.
ჯერჯერობით მკვლევრებმა ექსპერიმენტების მხოლოდ პირველი ფაზა ჩაატარეს, მეორეს დაწყებას კი უახლოეს მომავალში გეგმავენ. მეორე ფაზა ძირითადად უსაფრთხოებასა და ტოქსიკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების კვლევას მოიაზრებს. ეს წამლის ადამიანებზე გამოსაცდელად მნიშვნელოვანი საფუძველია.
“ჩვენი მიზანი ამ დაავადების გაქრობაა და არა უბრალოდ ტკივილის მკურნალობა ან პროგრესირების შეფერხება”, — განმარტა კვლევის ავტორმა, სტეფანი ბრაიანტმა.
ამჟამად ოსტეოართრიტის განკურნება შეუძლებელია. პაციენტებს ორი არჩევანი აქვთ: ტკივილის მართვა ან ხელოვნური სახსრის ჩასმა.ახალი ნაშრომის მიხედვით, დაზიანებული სახსრების აღდგენა თავად ორგანიზმის უჯრედებს შეუძლია. გარდა წამლისა, გუნდი ინიექცირებად “იმპლანტანტსაც” ავითარებს, რომელიც ადგილზე მაგრდება და ორგანიზმის უჯრედებს ხრტილების ამოვსებაში ეხმარება. ზოგადად, ოსტეოართრიტის 4 სტადია არსებობს. ეს მდგომარეობა ხრტილის ადრეული და მსუბუქი დაზიანებიდან იწყება. ბოლო სტადიას თან ინტენსიური ტკივილიც ახლავს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძალიან გავრცელებული დაავადებაა და მწვავე სიმპტომები სდევს თან, მკვლევრები მას დიდი ხანია სწავლობენ.
დროთა განმავლობაში სახსრებში ხრტილის რაოდენობა ბუნებრივადაც მცირდება, თუმცა რეგულარული ვარჯიში ამის საწინააღმდეგოდ კარგი მეთოდია. ძლიერი კუნთები სახსრებზე ზეწოლას ამცირებს, მოძრაობით კი საკვები ნივთიერებებით მდიდარი სითხის სახსრებისთვის მიწოდება იზრდება.
თავისთავად, გუნდის მიერ შემუშავებული წამლის ადამიანებზე გამოცდა ამ დროისთვის მიზანშეწონილი არაა, მაგრამ მათი შედეგები მაინც იმედისმომცემია. გუნდი იმედოვნებს, რომ მომდევნო 18 თვის განმავლობაში კლინიკური ცდებიც ჩატარდება, თუმცა ეს მეტწილად მაინც ამჟამინდელი ექსპერიმენტის მეორე ფაზაზეა დამოკიდებული.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა962 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს239 ნახვა
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?230 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ217 ნახვა
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს191 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
კოსმოსი
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
მეცნიერება
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
მეცნიერება
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
დედამიწა
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
მეცნიერება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება