მეორედ მიმდინარე სეზონში – საზონოვი დღეს “ტორინოს” ძირითად შემადგენლობაში იქნება

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში “ტორინო” დღეს საკუთარ მოედანზე “სალერინტანას” უმასპინძლებს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ტურინელთა მწვრთნელმა ივან იურიჩმა განაცხადა, რომ ტრავმირებულ ალესანდრო ბონჯორნოს ცენტრალური მცველის ადგილას საბა საზონოვი ჩაანაცვლებს და ამით ქართველი თავის შანსს მიიღებს.
22 წლის ჩვენებურისთვის ეს კალჩოში მე-2 სტარტი იქნება. ის “ვერონასთან” მე-7 ტურის შეხვედრაში გახლდათ ძირითად თერთმეტეულში, მაგრამ ტრავმის გამო 26-ე წუთზე ტამეზემ შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ “ტორინოსა” და “სალერინტანას” მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში