აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუთებზე ერთობლივი იერიშები განახორციელეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუთებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები განახოერციელეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო.
-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით ამ დარტყმებამდე მათ თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუთების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად. მათი თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ის საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს.
ჰუთებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სავაჭრო გემებზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ომი კი 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა.
იანვარში აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს იემენში ჰუთების ობიექტებს.
ჰუთები აგრძელებენ წითელ ზღვაში, მათ შორის, ამერიკის სამხედრო გემებზე თავდასხმებს – უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით.
შეერთებულმა შტატებმა 23 იანვარს სანქციები დაუწესეს ჰუთების, იგივე „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს.
ჰუთები აკონტროლებენ იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას.