რუსული მხარის ინფორმაციით, ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-ამდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ლუგანსკის ოლქის ე.წ. ხელისუფლებისა და ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-ამდე გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, დაბომბვა შაბათს მოხდა. ამ დროისთვის, ნანგრევებიდან 28 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, მათ შორის ერთი ბავშვია. ასევე, დაშავებულია, სულ მცირე, 10 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ლუგანსკის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ 4 თებერვალი გლოვის დღედ გამოაცხადა. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ