ყაზახები ერთა ლიგის პლეი-ოფამდე რუსებს ეთამაშებიან? – ფედერაციაში კომენტარი გააკეთეს

რუსული პრესის ინფორმაციით, ყაზახეთის ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფების წინ შესაძლოა, ამხანაგურად ს ნაკრებს დაუპირისპირდეს.
მოგეხსენებათ, რუსებს ცნობილი მოვლენების გამო საერთაშორისო შეჯიბრებებზე თამაში აკრძალული აქვთ, ყაზახები კი ევროპის ჩემპიონატის გზაზე ჩვენი პოტენციური მეტოქეები არიან.
აღნიშნული ინფორმაცია ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როხუს შოხმა არც დაადასტურა და არც უარყო.
როგორც მან “სპორტ-ექსპრესს” უთხრა, მსგავსი ამბავი პირველად გაიგო, მაგრამ გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, ეს მატჩი შედგეს კიდეც.
მანვე აღნიშნა, რომ ყაზახეთის ნაკრების გრაფიკი ძალიან გადატვირთულია და ამ ეტაპზე რუსეთთან შეხვედრა ჩანიშნული არ არის.