მე მაპატიეთ, თუ სექტას ვერ დავემსგავსები თქვენი ხათრით – მეგი გოცირიძე ნაც.მოძრაობას

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ნაც.მოძრაობის ცალკეულ მხარდამჭერებს მიმართავს:
“როგორ შეიძლება, თან თავს თვლიდე სამართლიან ადამიანად, მიგაჩნდეს რომ ელემენტარულად მაინც ერკვევი პოლიტიკაში და არ გიხაროდეს ნიკა გვარამიას პოლიტიკაში იმ ფორმით შემოსვლა, როცა იმ სეგმენტის დარწმუნებას უნდა შეუწყოს ხელი და თავისკენ წაყვანას, ვისაც არც მიშა უნდა და არც ბიძინას ოცნება, რაც საერთო ჯამში 20%-ზე მეტია და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “რუსული ოცნების” დასამარცხებლად ერთი და პირდაპირ პროპორციულია მიშას ტყვეობიდან დახსნისა-ორი!
P.S. – ვინც ამ პოსტის ქვეშ გვარამიას დამუნათებას გადაწყვეტთ, აქვე შეგახსენებთ , რომ გვარამიას რაც აქვს მიშას ტყვეობის წამიდან მისთვის გაკეთებული და მისი პარტიისათვის მანამდეც, მეათასედიც არ გაგიკეთებიათ თქვენ და მეტიც, სწორედ მიშას გამოც დააპატიმრეს მათ შორის ნიკა!
ჰოდა, მე მაპატიეთ თუ სექტას ვერ დავემსგავსები თქვენი ხათრით, ვისაც საერთოდ არაფერი გაგეგებათ არც გლობალური პოლიტიკის , არც რეგიონალურისა და არც ქვეყნის …კრიტიკოსებო და “ყველაფერშიკებო”, მოდი გამოიყვანეთ მიშა ციხიდან , ჩართეთ ღია პოლიტიკაში და მერე ნახეთ გვარამია სად დადგება და ვისთან ერთად იბრძოლებს საქართველოსთვის.”- წერს მეგი გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება