რუსეთში დააკავეს სამხედრო, რომელიც ონლაინ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ დრონს ყიდდა

რუსეთში დააკავეს სამხედრო პირი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ დრონს ონლაინ მაღაზიაში ყიდდა. ინფორმაციას გამოცემა Baza ავრცელებს.
სამხედრო DJI Mavic2 ტიპის უპილოტო საფრენო აპარატში 400 000 რუბლს ($4400) ითხოვდა. განცხადებით დაინტერესდნენ ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლები. მათ შეამოწმეს სერიული ნომერი და აღმოაჩინეს, რომ მოწყობილობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.
1 თებერვალს გამყიდველი დააკავეს. ის 33 წლის სამხედრო აღმოჩნდა, რომელის უპილოტო საფრენი აპარატების შენახვაზე იყო პასუხისმგებელი.