ტაკერ კარლსონი, სავარაუდოდ, პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში ჩავიდა

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox New-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი რუსეთში ჩავიდა. ინფორმაციას Telegram არხი Mash აქვეყნებს. არხის ცნობით, ტაკერ კარლსონი მოსკოვში 1-ელი თებერვლიდან იმყოფება.
ერთ-ერთ გავრცელებულ სურათში იგი არამ ხაჩატურიანის “სპარტაკის” სანახავად მოსკოვის დიდ თეატრში იმყოფება.
Telegram არხის თქმით, მეორე სურათზე სტამბოლის აეროპორტიდან ს მიმართულებით ტაკერ კარლსონის გადაჯდომის მომენტი ჩანს.
მედიაში ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ტაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერას გეგმავს.