საზოგადოებას ვერცერთ შემთხვევაში თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან – ნაც.მოძრაობაზე

მათ უნდათ საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ ისინი ნაციონალები არიან. მათი მცდელობა მიმართულია აქეთკენ და არა იმაში, რომ გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან – დავაშავეთ და ასეთი აღარ უნდა განმეორდესო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ნაციონალები ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ საზოგადოება არ იქნება შემწყნარებელი იმასთან დამოკიდებულებაში, რაც ხდებოდა საპატიმროებში და სხვა დაწესებულებებში. ამიტომ დაიწყეს პარტიისგან გამიჯვნა.
საზოგადოებას ვერცერთ შემთხვევაში თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან და ვერ ეტყვიან, რომ ეს ადამიანები ჩვენ ვიყავით, მაგრამ იმ „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვმოქმედებდით და ახლა, ახალი „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვიმოქმედებთო – ამაში საზოგადოებას ვერ დაარწმუნებენ. საზოგადოებას კონკრეტული სახელებითა და გვარებით ახსოვს ყველა, ვინ რაზეა პასუხისმგებელი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ს ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი