ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის დაკეტვაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ესაა რადიკალური ოპოზიციის მცდელობა “რამენაირად ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა”, რომ უკმაყოფილება გამოიწვიონ ხალხში.
“რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც დადებითი ხდება საქართველოში ამაზე თავდასხმა და არ დაშვება, ეს არის მთავარი მიზანი, რაც აქვთ. რადიკალურ ოპოზიციას და მის გარე დამკვეთებს არსენალი ამოეწურათ ყველანაირი, პოლიტიკური თემების არსენალი, სხვა მიმართულებით ყველანაირი თავდასხმის საბაბი სცადეს და ყველგან დამარცხდნენ.
ესეც ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ არ დაუშვან წარმატებული პროექტების განხორციელება.
არ დაუშვან, მათ შორის, სამეცნიერო პოტენციალის ათვისება. ეს არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც საინტერესოა ზოგადად მათთვის, ვინც საქართველოს მოინახულებს.
რაც შეიძლება ნაკლები კარგი რამე უნდა მოხდეს და ბევრი ცუდი მოხდეს, არ ვიცი, ახლა მე რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროვება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატო აქვთ ეს პრობლემები წაროშობილი. სულ ცოტა ხნის წინ, ყველამ ვიხილეთ საქართველოს ცა როგორ ინტენსიურად იყო გამოყენებული და დღესაც ასე ხდება, მას შემდეგ რაც ჩაკეტილია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მარშრუტები.
ასერომ, საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად და იქ სადაც საჭიროა როგორც სამეცნიერო პოტენციალისთვის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესება, ასეც უმტკივნეულოდ ხდება.
რაც მთავარია არ ჩივიან საერთაშორისო ორგანიზაციები, არ ჩივიან ავიაკომპანიები, არ ჩივიან პილოტები და რატომღაც რადიკალური ოპოზიცია ჩივის.” – თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის დაკეტვაზე.
აბასთუმნის ცა დაიკეტა, ტერიტორიაზე რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა გადიოდა