წელიწადნახევარია ამ გარიგებაზე ვმუშაობდით, ბატონ დავით ცაავასთან ერთად და მივიყვანეთ ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი ჩვენთვის, როგორც ინვესტორისთვის, რომელმაც ეს ბანკი რვა წლის წინ იყიდა და ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან კარგი ბაზისბანკისთვის და მისი მფლობელებისთვის და ძალიან კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ფაქტობრივად ორჯერ იზრდება მესამე ბანკი და ეს კარგია ყველანაირად კონკურენციის გაზრდისთვის.
აგრეთვე მეტი რაღაცების გაკეთება შეეძლება გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალ-ცალკე შეეძლო. დარწმუნებული ვარ მენეჯმენტის გუნდი მაღალი სინერგიით აითვისებს ამ ყველაფერს, რომ ეს ორი ბანკი ერთ ბანკად გადაიქცეს და ამაში წარმატებას ვუსურვებ. ბაზისბანკი არ არის ჩემთვის უცხო ბანკი, 90-იანებში მე ვიყავი თქვენი პირველი კლინეტი.
ლიბერთის გაყიდვაზე სინანული მაქვს, რადგან დიდი სამუშაო გასწია ლიბერთის გუნდმა, რომ იქამდე მიგვეყვანა, სადაც ახლა არის. როდესაც ბანკი ვიყიდეთ მისი აქტივები იყო 1.7 მილიარდი ლარი, დღეს კი 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკი იყო მხოლოდ ერთი პროდუქტის – მიკროკრედიტების გარშემო შექმნილი და ჰქონდა უზარმაზარი პორტფელი საპენსიო სესხების და ეს იყო ძალიან ძვირი – 70-100% იყო ამ კრედიტების განაკვეთი და ჩვენ შევძელით განაკვეთის შემცირება, ხოლო საპენსიო სესხები ბანკის კრედიტების მხოლოდ 10%-ია. 5700 ადამიანი მუშაობს ჩვენ ბანკში და ჰყავს 1.8 მილიონი მომხმარებელი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 3.7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ეს დიდი მიღწევაა.
ჩვენ საერთოდ გავდივართ, არ ვიტოვებთ საერთოდ წილს. ჩვენ ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია, რომელიც მუდმივად უნდა აკეთებდეს ამას, უნდა ვიყიდოთ აქტივი, რაღაც მუდმივად გვქონდეს და შემდეგ გამოვყოთ ბაზარზე. ჩვენ რომც ვერ მოგველაპარაკა ბაზისბანკთან, გავაგრძელებდით მოლაპარაკებებს იმ ბანკთან რომელიც იმ ფასს გადაგვიხდიდა, რომელიც საინტერესო იქნებოდა. ჩვენ ამ ფულს მიწაში არ ჩავფლავთ და რაიმე საინტერესოს გავაკეთებთ და რაიმე სხვას ვიყიდით. ახალი პროექტები გვაქვს საქართველოში, რომლებიც ძალიან გვინდა რომ გავაკეთოთ.