ტრამპი: და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიChip Somodevilla/Getty Imagesაშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისივე თქმით, დღეიდანვე, 16 აპრილიდან ამოქმედდება.
“ახლახან შესანიშნავი საუბარი მქონდა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან. ეს ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მათ ქვეყნებს შორის მშვიდობის მისაღწევად, 10 დღით ცეცხლს ოფიციალურად შეწყვეტენ – ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვაშინგტონის დროით 16 აპრილის 17:00 საათიდან ამოქმედდება.
14 აპრილს ამ 2 ქვეყნის წარმომადგენლები 34 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ აქ, ვაშინგტონში, -ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთად. მე დავავალე ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან რუბიოს, რომ გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ემუშავათ. ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოში 9 ომის მოგვარება და ეს მე-10 იქნება, ასე რომ, მოდით, ეს გავაკეთოთ”. – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპი ასევე წერს, რომ ის ნეთანიაჰუსა და აუნს მოლაპარაკებებისთვის თეთრ სახლში მიიწვევს. ტრამპის თქმით, ორივე მხარეს მშვიდობა სურს და სჯერა, რომ ეს მოხდება.
ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი, ისტორიული მოლაპარაკებები 14 აპრილს ვაშინგტონში შედგა.
ლიბანის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში, მნიშვნელოვანი გავლენები აქვს ირანის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ და ტერორისტულ მოძრაობა ჰეზბოლას. ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციას სწორედ მათ წინააღმდეგ ატარებს.