კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები “ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო”

კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები “ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო”
ფოტო: Universal Picture
8
წაკითხვა
კრისტოფერ ნოლანი ლას-ვეგასში CinemaCon-ზე თავისი ახალი ისტორიული დრამის, ჰომეროსის ბერძნულ ეპოსზე დაფუძნებული ოდისეის წარსადგენად ჩავიდა. სცენაზე ასვლისას ნოლანს მხურვალე ოვაციებით შეხვდნენ. ინტროვერტმა რეჟისორმა ყურადღების სხვაზე გადატანა სცადა და იხუმრა, რომ უბრალოდ უხარია, სტივენ სპილბერგის შემდეგ რომ არ გამოდის (სპილბერგის ახალი ფილმის ანონსი მოგვიანებით შედგა).
კრისტოფერ ნოლანი CinemaCon-ის სცენაზე
ფოტო: Variety
მან პირდაპირ საქმეზე გადაინაცვლა და ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, ორიგინალური ეპოსი თანამედროვე აუდიტორიისთვის მოერგო. მეთ დეიმონი განასახიერებს ოდისევსს, ითაკის მეფეს, ხოლო სიუჟეტი ტროას ომის შემდეგ სახლში მის ხანგრძლივ და ხიფათით სავსე დაბრუნებას ასახავს.
“რატომ ოდისეა? ოდისეა არის ამბავი, რომელიც 3000 წლის განმავლობაში თაობიდან თაობას აჯადოებს”, — აღნიშნა ნოლანმა — “ეს არ არის უბრალოდ მორიგი ამბავი. ეს არის ამბავი ამბავთა შორის”.
ნოლანმა დამსწრეებს ფილმიდან ვრცელი კადრები აჩვენა, რომელიც იწყება დეიმონის პერსონაჟით, წვერგაუპარსავი და შიშველი ოდისევსით სანაპიროზე. ის დიდი ხანია დაკარგულია და კალიფსოს (შარლიზ ტერონი) გამოუტყდება, რომ “ტროამდე არაფერი ახსოვს”.
“მყავდა ცოლი? შვილები? იქნებ ვაჟი? თუ ვაჟი მყავდა, რამდენი წლის იქნებოდა ახლა?” — კითხულობს ის.
ნაჩვენები კადრების უმეტესი ნაწილი ცხენის ისტორიას ეხებოდა, ტროის ცხენის ცნობილ თავდასხმას, რომელიც ბერძნებმა ომის დასასრულს ქალაქში შესასვლელად გამოიყენეს. დაძაბულ სცენაში ბერძნები იძულებულნი არიან ჩუმად იყვნენ, როდესაც ტროელები ქანდაკებაში მახვილებს ასობენ შესამოწმებლად; ერთ-ერთი მახვილი დამალულ ჯარისკაცს სახესაც კი უსერავს.
მოგვიანებით ნაჩვენებია ოდისევსი, რომელიც ჯარისკაცებს შტორმში ნიჩბების მოსმისკენ მოუწოდებს, შემდეგ კი ღამის სიბნელეში სრულმასშტაბიან შეტევას იწყებს. კადრები დასრულდა ოდისევსისა და მისი მეომრების შეხვედრით კაციჭამია ციკლოპთან, პოლიფემესთან. ფილმში ენ ჰეთეუეი პენელოპეს როლს ასრულებს, ხოლო ტომ ჰოლანდი ტელემაქეს. ვარსკვლავურ შემადგენლობაში ასევე არიან: ზენდეია, ლუპიტა ნიონგო, რობერტ პატინსონი, ჯონ ბერნტალი, ბენი საფდი და სხვები.
კადრები ფილმის ტრეილერიდან
ფოტო: Universal Pictures
“როგორ უნდა მიიტანო ეს ამბავი თანამედროვე მაყურებლამდე? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამსახიობო შემადგენლობით”, — თქვა ნოლანმა — “უფრო სწრაფად იმათი ჩამოთვლა შემიძლია, ვინც ამ ფილმში არ მონაწილეობს. სიამოვნებით ჩამოვიყვანდი ყველას აქ, მაგრამ ამხელა ნიჭის სიმძიმე სცენას ჩაამტვრევდა”.
ფილმის გადაღებები მაროკოში, საბერძნეთში, იტალიაში, ისლანდიასა და შოტლანდიაში მიმდინარეობდა. “ეს იყო აბსოლუტური კოშმარი გადასაღებად, თუმცა, ყველა გაგებით სწორი”, — თქვა ნოლანმა — “ჩვენ საოცარი დრო ვატარეთ”. რეჟისორმა გამოარჩია თავისი მთავარი როლის შემსრულებელი და დეიმონს უწოდა თავისი “პარტნიორი ამ მოგზაურობაში”, მის ნამუშევარს კი “წარმოუდგენელი”.
მეთ დეიმონი ოდისევსის როლში
ფოტო: Universal Pictures
“ის იყო ყველგან: ნავებზე, მთებზე, გამოქვაბულებში, მცხუნვარე მზის ქვეშ, წვიმასა და ქარში”, — თქვა ნოლანმა “გაგიხარდებათ იმის გაგება, რამდენად რთული იყო ეს. ასეც უნდა ყოფილიყო; ასეთია ამ ისტორიის ბუნება”.
ოდისეა იქნება პირველი ფილმი, რომელიც მთლიანად IMAX კამერებითაა გადაღებული, მიღწევა, რომელსაც ნოლანმა თავისი “ყველაზე დიდი ხნის ამბიცია” უწოდა. მისი წინა ბლოკბასტერი, ოპენჰაიმერი, განსაკუთრებით წარმატებული იყო IMAX-ში, სადაც პრემიუმ ფორმატმა მთლიანი სალარო შემოსავლების კოლოსალური 20% შეადგინა. ზოგიერთი კინომოყვარული შტატის საზღვრებსაც კი კვეთდა, რომ ოპენჰაიმერი 70-მილიმეტრიან IMAX-ში ენახა, რის გამოც ეს განსაკუთრებით დიდი დარბაზები კვირების განმავლობაში სრულად იყო გაყიდული.
“როგორც ბიჭს, ყოველთვის მინდოდა მასშტაბური ისტორიების მოყოლა იმ ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც მაყურებელს ამ სამყაროში ჩაძირავდა”, — თქვა ნოლანმა IMAX-თან დაკავშირებით — “და მე მრავალი, მრავალი წელი დავხარჯე ამის განსახორციელებლად, დაწყებული ბნელი რაინდით, როცა ჯერ კიდევ 30 წლამდე ვიყავი. ჩვენ ვიღებდით ექშენ-სცენებს [IMAX-ში], მაგრამ არასოდეს შეგვძლებია მთლიანი ფილმის გადაღება. ჩემმა გუნდმა წარმოუდგენელი სამუშაო გასწია, რათა გაერკვია, როგორ გაგვეკეთებინა ეს პირველად”.
ოდისეის პრემიერა კინოთეატრებში 2026 წლის 17 ივლისს იგეგმება.
მსგავსი ამბები:
დიუნის მესამე ნაწილში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება — ფილმი CinemaCon-ზე წარადგინეს LOTR: ნადირობა გოლუმზე — იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი როლებს უბრუნდებიან Ocean's 11-ის პრიქველი დენი ოუშენის მშობლების შესახებ მოგვითხრობს
კომენტარები
გადახედვა
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები “ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო”
26 წუთის წინ
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები “ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო”
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
27 წუთის წინ
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
გადახედვა
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
34 წუთის წინ
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
გიორგი შარაშიძე: კარგად იცით, რატომაც ვერ დადო [გიორგი გახარიამ ისეთი შედეგი, როგორც მადიარმა], ყველაფერი წინ არის
46 წუთის წინ
გიორგი შარაშიძე: კარგად იცით, რატომაც ვერ დადო [გიორგი გახარიამ ისეთი შედეგი, როგორც მადიარმა], ყველაფერი წინ არის
გადახედვა
თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები — თაზო დათუნაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე
51 წუთის წინ
თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები — თაზო დათუნაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე
გადახედვა
ეს იმპროვიზაცია საქართველოს ინტერესებში არ არის — გიორგი კოდუა აბასთუმნის ცის დაკეტვაზე
ერთი საათის წინ
ეს იმპროვიზაცია საქართველოს ინტერესებში არ არის — გიორგი კოდუა აბასთუმნის ცის დაკეტვაზე
გადახედვა
თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია
ერთი საათის წინ
თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
2 საათის წინ
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
გადახედვა
გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინისმე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
2 საათის წინ
გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინისმე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გადახედვა
დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება
3 საათის წინ
დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება
ქმნის განათლების შესაძლებლობებს -ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
3 საათის წინ
ქმნის განათლების შესაძლებლობებს -ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
გადახედვა
ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს
3 საათის წინ
ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
ირაკლი რუხაძემ “ლიბერთი ბანკი” “ბაზისბანკს” მიჰყიდა
3 საათის წინ
ირაკლი რუხაძემ “ლიბერთი ბანკი” “ბაზისბანკს” მიჰყიდა
გადახედვა
თეონა ჭალიძე: ქალებო, დედებო, ნუთუ არ გესმით დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების განწირული კივილი?
4 საათის წინ
თეონა ჭალიძე: ქალებო, დედებო, ნუთუ არ გესმით დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების განწირული კივილი?
გადახედვა
მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია
4 საათის წინ
მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია
გადახედვა
8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა
4 საათის წინ
8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა
გადახედვა
“ამას ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს, არაა რთული ორი გვარის ჩასწორება” — მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის საგარეო უწყებას აკრიტიკებს
4 საათის წინ
“ამას ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს, არაა რთული ორი გვარის ჩასწორება” — მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის საგარეო უწყებას აკრიტიკებს
გადახედვა
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
17 საათის წინ
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
18 საათის წინ
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას
18 საათის წინ
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას
გადახედვა
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
15 აპრილი, 15:04
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
კვირის ტოპ-5
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით14717 ნახვა
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით5811 ნახვა
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?4531 ნახვა
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი2444 ნახვა
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად1030 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
პიროვნული განვითარება
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
მეცნიერება
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
საზოგადოება
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
პოლიტიკა
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ”
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ”
საზოგადოება
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
გადახედვა
კოსმოსი
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
პოლიტიკა
გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე
გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე
საზოგადოება
-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
15 აპრილი, 12:04
ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტები, რომლებსაც ყოველდღიურად ვესაუბრებით, ნეიტრალურები არ არიან, პირიქით — ისინი…
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
რუსულ ნავთობზე დაწესებული -ის სანქციები სრულად ამოქმედდა
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს