თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია
15
წაკითხვა
კაფეებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში პლასტმასის ბოთლით სასმელი აღარ გაიყიდება. პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც სამინიტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აკრძალულია — პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2026 წლის 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა და პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა.
ბიზნესმენ, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თემურ ჭყონიას აზრით, პრემიერის განცხადების უგულებელყოფა ვიღაცის ახირებაა და მეტი არაფერი. ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს მართავენ, ვერც ფასებში, ვერც ტექნიკაში, ვერც ბაზრის მოთხოვნაში ვერ ერკვევიან, ზოგადად კი, ასეთი რეგულაციების დაწესება პროფესიონალებთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია.
“ამასწინათ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა არაჩვეულებრივი ინფორმაცია მოგვაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 წლით გადავადდა პლასტიკის აკრძალვა, რაც უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას (და არა — შეზღუდვას) ითვალისწინებდა. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით საგრძნობლად გაიზრდა. ჩვენ ახლა ვიწყებდით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ინტენსიურ და პროდუქტიულ პროექტებზე მუშაობას, რისთვისაც დღესაც მზად ვართ. ამასთან, ჩვენი კომპანია 10 წელიწადია ამ თემის გარშემო მუშაობს და დიდი გამოცდილება გვაქვს შეძენილი. მოხდა ისე, რომ ისევ წამოიწია თემამ, რომელიც თავის დროზე აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა წამოჭრა — უნდა აიკრძალოს პლასტიკატი “საზოგადოებრივ კვებაში”. ეს სახელიც ჩემთვის ძველი, ნოსტალგიური კომუნისტური სისტემის გადმონაშთია, ადრე ამას “ობშეპიტი” ერქვა. ამ თემის ხელახლა წამოწევა ამ ადამიანის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია. პლასტიკის ბოთლები გამოიყენება ზღვისპირა რესტორნებში, საზოგადოებრივი შეკრების ობიექტებში, ტურიზმში, სპორტში და ა.შ. პლასტიკის შექმნა გათვლილი იყო ადამიანის მოხმარების სხვადასხვა ჩვევებზე და ის უსაფრთხო უნდა ყოფილიყო. ქუჩაში შუშის ბოთლის მოხმარება გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, ამასთან, ივლისიდან ზაფხულის ცხელი პერიოდი იწყება და თუ გადახედავთ, ბევრ ქვეყანაში გაყიდვების შეზღუდვის რეგულაციებიც კი მოხსნილია, ძლიერი სიცხეები სადაცაა, ქალაქის მერებიც კი აცხადებენ, რაც შეიძლება მეტი წყალი გაიყიდოს ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) თავიდან ასაცილებლად. ამ გახურებული სიცხეების პერიოდში, ივლისში, რაღაც დეპარტამენტები ისევ შეზღუდვებს აწესებენ. წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა მოთხოვნა-მოხმარება იზრდება, იზრდება აკრძალვები. ჩვენ სხვა რაღაცასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გარემოს დაცვასთან, ეკონომიკასთან და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებასთან. ამით ადამიანს უფლებებსა და არჩევანს ვუზღუდავთ, მეორეც, არის სხვადასხვა ფასების სეგმენტები: იაფფასიანი, საშუალო და პრემიალური კლასის პროდუქცია. ჩვენმა ბიზნესმა არაჩვეულებრივად იცის, რა სეგმენტში რა ღირებულების, რა შეფუთვის, რა ზომის პროდუქცია უნდა გამოუშვას, პირველ რიგში, ადამიანის ჩვევები, მოხმარების გაადვილება, ფასებზე ხელმისაწვდომობა რომ გაითვალისწინოს. ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება და უფლება, აირჩიოს ის პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნილებას, ჩვევებსა და ფასებს შეესაბამება. ამის რეგულირების უფლება არავის აქვს, ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა. მინის ტარის მოხმარება აუზებში, ტურისტებისთვის, რომლებიც მთებში, ან ზღვის სანაპიროზე დადიან, სახიფათოა. მინის ბოთლის მოხმარებას თავისი წესი და ადგილი აქვს, პლასტიკს, შეფუთვების სიდიდეს, ფასების დალაგებას — თავისი წესი და ადგილი. ეს ყველაფერი შესწავლილი და სეგმენტირებულია მაღალ დონეზე. ბიზნესი არის მეცნიერება და ეს ამათ მაინც ვერ გავაგებინე, ამათი ცნობიერებიდან კომუნისტური მიდგომები ვერ ამოიძირკვა, ვერ შეიგნეს, რომ ბიზნესი გაცილებით პრაგმატულად და მეცნიერულად უდგება მარკეტინგს, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ჩვენ ხომ ამაზე ვშრომობთ, ინვესტიციებს ვახორციელებთ, შესაბამისად, ვიცით, რისთვის ვაკეთებთ ამ ინვესტიციას. ზოგიერთები კი გვეუბნებიან, თქვენ რა ინვსტიციებსაც აკეთებთ, ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცითო. პროფესიონალებთან კონსულტაციების გარეშე ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, პრემიერის პრაგმატული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ამ თემაზე რომ გვიწევს საუბარი. ეს ახირება მგონია, სხვა არაფერი”, — აცხადებს თემურ ჭყონია.
ბიზნესმენის თქმით, ნარჩენების მართვის მიმართულებით მთავარი საკითხი გადამუშავების ამოქმედებაა და გადამუშავების ახალ ინდუსტრია უნდა შეიქმნას, ვინაიდან “პეტს — პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები, რისთვისაც ინტენსიურად ვემზადებით”.
“მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტია ნარჩენების შეგროვება. ყველაზე იოლი გზა პეტის შეგროვებაა, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ — შევდივართ ობიექტებში, ვაგროვებთ ტონობით პლასტიკის ბოთლებს და გამოგვაქვს. ვემზადებით უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ის სწორი, პრაგმატული ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელიც მთელ მსოფლიოშია, ასევე, შევინარჩუნოთ უდიდესი პროფესიონალები. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გარემოს დაცვა, ამას ვერავინ გვასწავლის, ჩვენში გარემოს დაცვის თემა უფრო ძლიერადაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია — 10 წელიწადია უამრავი პროექტი გვაქვს გაკეთებული, ამიტომ ვართ ასეთი გაბედულები და ამაყები. ჩვენ გადამუშავების ახალ ინდუსტრიას შევქმნით იმიტომ, რომ პეტს – პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები (მინიმუმ 5 ქარხნის აშენება შეიძლება), ჩვენ ამისთვის ინტენსიურად ვემზადებით. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი კონსულტაციები შედეგს გამოიღებს და მოგვცემენ საშუალებას, ახალი ინდუსტრია შევქმნათ, ვიდრე ძველი დავანგრიოთ, ამისთვის ჯერ კიდევ გვაქვს დრო. იმედი მაქვს, ეს კონსულტაციები ნაყოფიერი იქნება — მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასარგებლო და ოპტიმალური იქნება სახელმწიფოსთვის, მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის. მაინც მგონია, რომ ყველაფერი პრემიერმინისტრის გადასაწყვეტია იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ”, — აცხადებს ბიზნესმენი.
კომენტარები
გადახედვა
თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია
10 წუთის წინ
თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
31 წუთის წინ
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
გადახედვა
“ცაც ბიძინასია?” — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა
ერთი საათის წინ
“ცაც ბიძინასია?” — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
2 საათის წინ
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
გადახედვა
ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს
2 საათის წინ
ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს
WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა
2 საათის წინ
WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა
გადახედვა
ირაკლი რუხაძემ “ლიბერთი ბანკი” “ბაზისბანკს” მიჰყიდა
2 საათის წინ
ირაკლი რუხაძემ “ლიბერთი ბანკი” “ბაზისბანკს” მიჰყიდა
გადახედვა
თეონა ჭალიძე: ქალებო, დედებო, ნუთუ არ გესმით დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების განწირული კივილი?
3 საათის წინ
თეონა ჭალიძე: ქალებო, დედებო, ნუთუ არ გესმით დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების განწირული კივილი?
გადახედვა
მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია
3 საათის წინ
მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია
გადახედვა
8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა
3 საათის წინ
8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა
გადახედვა
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
17 საათის წინ
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
17 საათის წინ
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
19 საათის წინ
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
19 საათის წინ
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
15 აპრილი, 14:27
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
15 აპრილი, 13:52
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ”
15 აპრილი, 13:30
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ”
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
15 აპრილი, 13:30
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
გადახედვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
15 აპრილი, 13:26
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე
15 აპრილი, 13:07
გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე
გადახედვა
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
15 აპრილი, 12:28
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
კვირის ტოპ-5
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც “ოცნების” ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა259 ნახვა
პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება232 ნახვა
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს213 ნახვა
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია195 ნახვა
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე193 ნახვა
გირჩევთ
საზოგადოება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
კინო
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
საზოგადოება
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
პოლიტიკა
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს
კინო
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
საზოგადოება
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
გადახედვა
კინო
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ “სოციალური ქსელის” სიქველში
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ “სოციალური ქსელის” სიქველში
გადახედვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
ახლა კითხულობენ
გადახედვა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
15 აპრილი, 09:53
დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს უსმენენ. ბოჭორიშვილმა პარლამენტის…
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია
ელენე ხოშტარია: ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა — უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან