ასტრონომი: თა­ვი­დან დღე­ში 2-3 თვითმფრი­ნა­ვი იყო, ახლა შე­იძ­ლე­ბა დღე­ში 300-400 მა გა­და­იფ­რი­ნოს

დღე­ი­დან აბას­თუმ­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­დაკ­ვე­თა აიკ­რძა­ლა. ამის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის სტრუქ­ტუ­რი­სა და დი­ზა­ი­ნის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ მთავ­რო­ბის 9 თე­ბერ­ვლის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია სა­უ­ბა­რი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტით ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და 2018 წლის 28 დე­კემ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში და ქვეყ­ნის საფ­რე­ნოს­ნო არე­ა­ლი და­კო­რექ­ტირ­და.

  • ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბას­თუ­მან­ში ფრე­ნე­ბის შე­ზღუდ­ვის მი­ზე­ზი შემ­დე­გია – “ატ­მოს­ფე­როს გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის­თვის“.

ამას­თა­ნა­ვე, დად­გე­ნი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აბას­თუმ­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­დაკ­ვე­თა აკ­რძა­ლუ­ლია 24/7-ზე, თუმ­ცა მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის უწყე­ბებს აქვს მისი დარ­ღვე­ვის უფ­ლე­ბა.

ამ თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ას­ტრო­ნო­მი გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. მისი თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კაა, რომ სა­ა­ვი­ა­ციო ტრა­სე­ბი არი­დე­ბუ­ლი იყოს ობ­სერ­ვა­ტო­რი­ებს, რად­გან ატ­მოს­ფე­რო არ და­უ­ბინ­ძუ­რონ.

“მე­გობ­რე­ბო, დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის თავ­ზე შე­ი­ზღუ­და თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფრე­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია ის­მის ბევ­რი კი­თხვა. ეს ტრა­სე­ბი გა­იხ­სნა 90-იან წლებ­ში. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­დან პირ­მა, რო­მელ­მაც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის მდე­ბა­რე­ო­ბა, გა­დას­ცა მარ­შრუ­ტი და და­ი­წყო ფრე­ნე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით სა­ა­ვი­ა­ციო ტრა­სებს არი­დე­ბენ ობ­სერ­ვა­ტო­რი­ებს, რომ ატ­მოს­ფე­რო არ და­უ­ბინ­ძუ­რონ. თა­ვი­დან დღე­ში 2-3 თვითმფრი­ნა­ვი იყო, ახლა შე­იძ­ლე­ბა დღე­ში 300-400 მა გა­და­იფ­რი­ნოს.

ჩვენ, ას­ტრო­ნო­მე­ბი, ბევ­რს ვწუ­წუ­ნებ­დით, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ რომ ახლა ამ ტრა­სე­ბის შეც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია და დიდ ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლიო. რას გვიშ­ლი­ან თვითმფრი­ნა­ვე­ბი? ღა­მით ისი­ნი თა­ვი­ან­თი ციმ­ცი­მით კვალს ტო­ვე­ბენ ჩვენ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ზე. თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი კვა­ლი (დღი­სით თვა­ლი­თაც კარ­გად ჩანს) ატ­მოს­ფე­რო­ში შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს 3-4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი.

ეს კი­დევ აფუ­ჭებს გამჭვირ­ვა­ლო­ბას და ძნელ­დე­ბა სუსტ ობი­ექ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ცვლის მიკ­როკ­ლი­მატს და მა­ტუ­ლობს ღრუბ­ლი­ა­ნო­ბა. არის თუ არა აქ სხვა მი­ზე­ზე­ბიც (ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი), არ ვიცი. მაგ­რამ ესეც რომ იყოს, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ას­ტრო­ნო­მე­ბის და ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლე­ბი ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა” – წერს გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

რას ამ­ბობს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო?

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ იო­სე­ლი­ან­მა გან­მარ­ტა, რომ ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის ხა­რის­ხის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, აბას­თუმ­ნის ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რია, რო­მე­ლიც 1932 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტია და მისი ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა პირ­და­პირ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის დაც­ვა­ზე.

თა­მარ იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, ობ­სერ­ვა­ტო­რი­ამ სა­ხელ­მწი­ფოს რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც მი­მარ­თა თხოვ­ნით და და­სა­ბუ­თე­ბით, რომ დატ­ვირ­თუ­ლი სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის სა­კონ­დენ­სა­ციო კვა­ლი უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებ­და ას­ტროკ­ლი­მატ­ზე და დაკ­ვირ­ვე­ბის ხა­რისხზე.

„შე­სა­ბა­მი­სად, ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც 16 აპ­რილს ამოქ­მედ­და, ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის მიზ­ნებს იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს სა­კონ­დენ­სა­ციო კვა­ლის წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, და­ცუ­ლი იყოს ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის ხა­რის­ხი. სა­ჰა­ე­რო სივ­რცის სწო­რედ ამ­გვა­რი შე­ზღუდ­ვა ფარ­თოდ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა­შიც და ჩვენ რა­ღაც ახა­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ შე­მოგ­ვი­ღია”, – გან­მარ­ტავს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

თა­მარ იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ფრე­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­სა და ნა­კა­დებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს, ხოლო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მისი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვლოა.

„არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი ზონა თა­ვი­სი მას­შტა­ბით ნამ­დვი­ლად არ შეც­ვლის ფრე­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას და უმ­ნიშ­ვნე­ლო ფაქ­ტო­რია სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის სა­ერ­თო სუ­რა­თის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, არ არ­სე­ბობს მო­ლო­დი­ნი, რომ ცვლი­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ფრე­ნე­ბის ნა­კა­დებ­ზე, ან გა­მო­იწ­ვევს შე­მო­სავ­ლე­ბის კლე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად. ცვლი­ლე­ბე­ბი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის და ფრე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც თა­ვის­თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან მის სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბას და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას”, – აღ­ნიშ­ნა იო­სე­ლი­ან­მა.