ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე:
1) ასწორებს სოციალურ უთანასწორობას ანუ მდიდრის და ღარიბის შვილს ერთნაირად აცვია და ჩაცმა აღარაა ბულინგის საფუძველი.
2) მარტო საბჭოთა კავშირში კი არ იყო ფორმები, დასავლეთშიც არის ასეთი პრაქტიკა.
ჯერ ერთი, რაღა დასავლეთში გარბიხართ? საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კერძო სკოლას უკვე წლებია აქავს ფორმები და სწორედ ეს ფაქტი ანეიტრალებს პირველ არგუმენტს, რომ ფორმის დანიშნულება სოციალური უთანსწორობის გასწორებაა.
რომელ სოციალურ უთანასწორობაზე ვლაპარაკობთ კერძო სკოლებში? ზოგან სწავლა წელიწადში 10 000 ლარი ღირს, ზოგან მეტიც და თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ამ სკოლებში ფორმები იმოტომ შემოიღეს, რომ მშობელს, რომელიც 10 000 ლარს სწავლაში იხდის, შვილისთვის წესიერი შარვლის საყიდელი ფული არ ქონდა და მისი შვილი დააბულინგეს? 
რაც შეეხება მეორე აარგუმენტს:
სკოლის ფორმები დასავლეთში და საბჭოთა კავშირში არის სრულიად სხვადახვა რამე. დასავლეთში სკოლა თავად ირჩევს ფორმა ქონდეს, თუ არა და რა დიზაინის ქონდეს. ყველა სკოლის ფორმა განსხვავდება ერთმანეთისგან და იმ კონკრერული სკოლის იდენტობას გამოხატავს. მისი სამარკო ნიშანია. ასევეა ჩვენს კერძო სკოლებშიც.
საბჭოთა კავშრში და ზოგადად ტოტალიტატულ სისტემებში სკოლა არაფერს წყვეტს. ფორმის დიზაინსაც კი მთავრობა განსაზღვრავს და რაც მთავარია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვებს აცვიათ ერთანირი ფორმები. ანუ ფორმის მიხედვით ვერ გაარჩევ, ბავშვი რომელ სკოლაში სწავლობს. ყველა ინკუბატორში გამოჩეკილივით გამოიყურება.
ეს სერიოზული განსხვავება.
თქვენ როგორ გგონიათ, რომელი გზით წავიდა ჩვენი ხელისუფლება?




