მიხეილ სააკაშვილი ქეთი დევდარიანისგან დაკონკრეტებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი ქეთი დევდარიანისგან დაკონკრეტებას ითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი სცენარის ქეთი დევდარიანისგან ითხოვს დაკონკრეტებას, თუ რა იგულისხმა მან, როდესაც გადაცემაში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ხისტად იჭერდა, თუ არ მოწონდათ.
“გუშინ, ტვ “ფორმულას” ეთერში, ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებამ და ჩემი აზრით, ერთ-ერთმა უმაღლესმა ინტელექტუალმა განაცხადა: “წინა ხელისუფლება გარკვეული კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც მათ არ მოსწონდა, ხისტად იჭერდა.”
მსგავსი განცხადების გაკეთებისას, აუცილებელია კონკრეტიკა, თუ ვინ იგულისხმება, ან რას ნიშნავს ხისტი დაჭერა, რათა არ მოხდეს ცრუ ნარატივის გავრცელების ხელშეწყობა,”– წერია პოსტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელით, მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს