გიორგი ჩიხელიძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა.
დიმიტრი გოჩილაიძე (-81კგ) და ვლადიმირ ახალკაცი (-81კგ) ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.
გიორგი ჩიხელიძე (-73კგ) კი ტურნირის ფინალში გავიდა და იაპონელ ტაცუკი იშიჰარასთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, ხვალ, პარიზის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ლაშა ბექაურს ვერ ვიხილავთ. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მიიღებს.