ჯანლუკა გრეკო: „ფორუმის ორგანიზება იმ ფორმით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში“

გაერო-ში იტალიის ელჩის მოადგილე ჯანლუკა გრეკო 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც საჯარო მმართველობის განვითარების გზაზეა და ცდილობს, მოქალაქეებს რაც შეიძლება უკეთესი სერვისები შესთავაზოს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საფუძველი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფორუმის ორგანიზება იმ ფორმით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში“, – განაცხადა ჯანლუკა გრეკომ.
2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები