საავიაციო საწვავი გაძვირდა. გაორმაგებული ფასით და ამავე დროს დეფიციტური საწვავი ავიაკომპანიებს ოპერირებას ურთულებს და საერთაშორისო ბაზარზე კომპანიების ნაწილი ბილეთის ფასის ზრდის პარალელურად ფრენებს ამცირებს.ოპერირება გაუძვირდა “აკ-ეარ ჯორჯიასაც”, რომელიც საქართველოში შიდა ფრენების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. კომპანიას საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე აქვს და ფიქსირებული ფასებით დაფრინავს.აკ-ეარ ჯორჯიას დირექტორი ამბობს, რომ ამ ფონზე ბოლო 1.5 თვეში კომპანიის მოგება უკვე განულებულია და ოპერირება ზარალის ხარჯზე გრძელდება. მისი თქმით, თუ მიმდინარე ხელშეკრულება გაგრძელდება, ხოლო ბაზარზე საწვავის ფასები არ დასტაბილურდება, კომპანიას მთავრობისთვის არსებული ფასების კორექტირებისთვის მიმართვა მოუწევს. “საწვავის ფასი ომამდელ პერიოდში, როგორიც იყო თებერვლის შუა რიცხვებში, იმ ფასთან შედარებით დღეისათვის არის 189%-ით გაზრდილი. ნატურალურ მაჩვენებლებში ერთი ლიტრი ევროპული საწვავი Jet A1 მარკის ღირდა 2 ლარი და 20 თეთრი. ახლა ღირს 4 ლარი და 15 თეთრი. ხვალიდან ახალი ფასები იქნება და ამბობენ, სავარაუდოდ, 5-7%-ით კიდევ გაიზრდებაო. ანუ სადღაც 200%-იან ფასნამატს გადააჭარბებს.დღეს ჩვენი მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში რეისების მიხედვით მიმართულებებზე საწვავის წილი ფასში მერყეობდა 8.5-დან 9.5%-მდე. ფასის ცვლილების ფონზე დღეს 17-დან 20%-მდე, 19.5%-მდე უკვე ზრდის თვითღირებულებას. ბოლო თვე-ნახევარში კომპანიას რა მოგებაც ჰქონდა დაგეგმილი ამ ხელშეკრულების შესრულებით, ის უკვე ნულს ჩასცდა და გადავდივართ მინუსებში.არსებული ხელშეკრულება 30 ივნისამდეა მოქმედი, ამ პერიოდში ფასის გადახედვა შეუძლებელია, არ მოხდება,”- ამბობს “აკ-ეარ ჯორჯიას” ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი.ვრცლად: bm.ge
