,, გააბამს ალბათ მალე ბატონი ბიძინა მავთულს მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტამდე” – ალეკო ელისაშვილის წერილი

8
ალეკო ელისაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,საინტერესო საყურებელი იყო ოცნების პროპაგანდისტულ ტელევიზიებში ნეკროლოგივით რომ გამოაცხადეს უნგრეთის ამბები. რა გასაკვირია, ბოლო რამდენიმე თვეა ვენესუელადან დაწყებული უნგრეთით დამთავრებული ზედიზედ დამარცხდნენ რუსეთის და ივანიშვილის მოკავშირეები. მთელ მსოფლიოში ქოცებს მარტო ბუდაპეშტში და თეირანში ჩაესვლებოდათ და ვეღარც იქ ჩადიან. გააბამს ალბათ მალე ბატონი ბიძინა მავთულს მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტამდე და გამოაბამს კობახიძეს, პაპუაშვილს, ბოჭორიშვილს, ირბინონ წინ და უკან. ილხამ ალიევთან შეხვედრის დროს ისე მოექცა ივანიშვილი კობახიძეს, მართლა მავთულზე რომ გამოაბას, არ გამიკვირდება.
ისე კი ძლიერად დაუბერა ცვლილებების ზურგის ქარმა. ძლიერი, სამართლიანი, ღირსეული საქართველოს აშენება ვისაც გვინდა იმ ხალხის ზურგის ქარმა! ქართველებს შორის ზიზღის, სიძულვილის, შუღლის და უსამართლობის დამთესველი კობახიძე – პაპუაშვილები კიდე მავთულს დაელოდეთ, მავთულს.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია