ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ალმერიას“ 2:1 სძლია.
მასპინძლები დურომ დააწინაურა, რომლის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ათი გოლია. შემდეგ მაშიმიანუს კარი თავურით იარემჩუკმა დალაშქრა. უკრაინელი მეორედ დააყენეს ჩემპიონატზე სასტარტოში და ისევ გამოიჩინა თავი. მას პრიმერაზე 2 გოლი აქვს გატანილი, ყველა ტურნირზე კი – სამი. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს, მაგრამ გოლი იმის გამო გაუუქმეს, რომ იქამდე ბურთი მათ შემტევს ხელზე მოხვდა.
მეორე ტაიმი „ალავესმა“ აქტიურად დაიწყო, ლოპის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, თუმცა მალე არიბასმა ორი მეტრიდან გაუტანა. შემდეგ რამაზანი
გიორგისთან პირისპირ გავიდა, დაარტყა კიდეც და თავისი გუნდი მცველმა მოსკერამ გადაარჩინა. 62-ე წუთზე „ღამურებს“ ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ პეპელუმ დიეგო ლოპესის მოპოვებული პენალტიდან ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში არაფერი არ შეიცვალა და ბარახას გუნდმა რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 7.1, flashscore 7.1, whoscored 6.7.
„ვალენსია“ 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11 თებერვალს გასვლაზე „ლას-პალმასს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – ალმერია 2:1
გოლები: 1:0 დურო (14), 2:0 იარემჩუკი (23), 2:1 არიბასი (50)
გამოუყენებელი პენალტი: პეპელუ (62, ვალენსია)
გაძევება: ბაპტისტაო (90+3, ალმერია)
ჩაკვეტაძე ჯერჯერობით ვერ თამაშობს კარგად და კომენტატორებიც აკრიტიკებენ და სამართლიანადაც–პირველ 25 წუთში 4 ჯერ დაკარგა ბურთი და ვერ ამწვავბებს თამაშს ((