ქართველი ხელოვანების ნაწილი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია “იპოაში” ერთიანდება – 400-მდე ავტორ-შემსრულებელმა საქპატენტს შესაბამისი წერილით მიმართა

ქართველი ხელოვანების ნაწილი, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია “იპოაში” ერთიანდებიან. მათ დღეს საქპატენტს წერილი მისწერეს და მოითხოვეს ახალ ორგანიზაციას აკრედიტაცია მიენიჭოს.
დოკუმენტს ხელს 400-მდე ავტორ-შემსრულებელი აწერს, რომლებიც მანამდე 3 საავტორო უფლებათა ასოციაციაში იყვნენ გადანაწილებულები.
ხელოვანებმა ახალი ასოციაციის შექმნა შაბათს დააანონსეს. მათი განცხადებით, საქართველოში გაუმართლებელია არსებობდეს რამდენიმე ორგანიზაცია. ამიტომ, შეთანხმდნენ, რომ არსებობდეს ერთი, კარგად მართული ასოციაცია, რომელიც გააერთიანებს ავტორ-შემსრულებლებს ყველა კოლექტიური მართვის ორგანიზაციიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი

იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს