ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ ყოფილი ძალოვანი დააკავა

ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს. მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. ინფორმაცია “მთავარ არხს” მჭედლიშვილის ადვოკატმა დაუდასტურა.
მჭედლიშვილი ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო – საპროცესო მოქმედებები სწორედ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა.
არსებული ინფორმაციით, მჭედლიშვილი კომპანიებს მართავდა, თუმცა მისი სახელი არსად ფიგურირებს და კომპანიები ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული.
პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში