ვენსის თქმით, “ამაყობს” იმით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღს აღარ ყიდულობს

Tom Williams/CQ Roll Call -ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა 14 აპრილს ჯორჯიის შტატში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებიდან “ყველაზე ამაყი” იმითაა, რომ -მ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვა შეაჩერა.
ვენსმა გაიხსენა, თუ როგორ გაუბრაზდა მას ერთ-ერთი მოქალაქე, რადგან ის ამბობდა, რომ აშშ-მ “უკრაინის ომის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს”.
ვიცეპრეზიდენტის თქმით, ის კვლავაც ამ პოზიციაზე დგას: “ერთ-ერთი რამ, რაც ამ ადმინისტრაციაში გავაკეთეთ და რითაც ყველაზე ამაყი ვარ არის ის, რომ ევროპას ვუთხარით, თუ იარაღის ყიდვა გინდათ, ეს შეგიძლიათ, მაგრამ აშშ აღარ იყიდის იარაღს და აღარ გაგზავნის მას უკრაინაში”. – დაამატა მან.