უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, ამინდის პირობების ცვლილების შემდეგ რუსეთის სამხედროებმა დაიწყეს შეტევითი მოქმედებები, თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. მისივე თქმით, უკრაინელები აქტიურ თავდაცვით სტრატეგიაზე არიან გადასული.
უკრაინის მთავარსარდლის თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა უნდა სტრატეგიული ინიციატივა უნდა მოიპოვონ, ამიტომ ამჟამად აქტიურ თავდაცვას აწარმოებენ. ამის წყალობით, მისივე თქმით, მარტში უკრაინელებმა კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის თითქმის 50 კვადრატულ კილომეტრზე აღადგინეს კონტროლი.
“რუსულ რაოდენობას ვუპირისპირებთ უკრაინულ ხარისხს საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში, ვაიძულებთ მოწინააღმდეგეს ითამაშოს ჩვენი წესებით და მუდმივად გადადოს თავისი ამოცანების შესრულების ვადები.” – თქვა სირსკიმ.
სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მტრის შეტევითი შესაძლებლობების შეზღუდვის მიზნით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მაღალი ინტენსივობის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო, თავდაცვით-სამრეწველო და სხვა ობიექტებზე, რომლებიც ოკუპანტების მოქმედებებს უზრუნველყოფს.
