ივანიშვილის პარლამენტმა 80 ხმით 0-ის წინააღმდეგ, კომუნიკაციების კომისიის [ComCom] წევრად გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული სამთავრობო პროპაგანდისტული TV იმედის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ანი ვაზაგაშვილი აირჩია.
ვაზაგაშვილი ასევე არის სტუდია მაესტროს იურიდიული დეპატამენტის უფროსიც.
“ანი ვაზაგაშვილი 2024 წლიდან ტელეიმედისა და სტუდია მაესტროს იურიდიულ დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა. 2019 წლიდან 2024 წლამდე, ანი ვაზაგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოში, მთავარი იურისტი იყო. მანამდე კი, იურიდიულ კომპანიაში “სამართლის გზა” სასამართლო დავების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 2015 წლიდან 2017 წლამდე, ის ამავე ორგანიზაციაში იურისტის პოზიციას იკავებდა”. – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომისიის წევრობის ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, სამი კანდიდატი ანი ვაზაგაშვილი, გიორგი ელისაშვილი და სოლომონ ექვთიმიშვილი იბრძოდნენ.