tbl.ge/7hb0ივანიშვილის პარლამენტმა, მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები.
“ცვლილების თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
აგრეთვე, უცხოური გრანტის გამცემის მიერ გრანტის გაცემის წესი არ გავრცელდება როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.
აღნიშნული წესი ასევე არ გავრცელდება საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე”. – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე გრანტების კანონი არ გავრცელდება
გრანტების კანონში დიპლომატიური საქმიანობის ნაწილს აზუსტებენ
ამავე თემაზედღეს, 12:46 წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე გრანტების კანონი არ გავრცელდება6 აპრ, 23:12გრანტების კანონში დიპლომატიური საქმიანობის ნაწილს აზუსტებენ10 მარ, 19:25ახალი კანონით ქართული ოცნება შეგნებულად არღვევს EU-სთან ვალდებულებებს – ვაიმარის სამკუთხედი6 მარ, 22:41საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება – ესტონეთის საგარეო გრანტების რუსულ კანონზე6 მარ, 21:32საქართველოს უკუსვლის შედეგია – ლატვიის საგარეო დიპ.პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზეკომენტარებიბოლო სიახლეები
