მომავალ კვირას პარლამენტი პრემიერობის კანდიდატს და სამთავრობო გუნდს მოუსმენს – როგორია განრიგი?

საქართველოს პარლამენტისთვის მომდევნო კვირა დატვირთული იქნება. მიზეზი მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ს გადადგომის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის და მის მიერ ახალი სამთავრობო გუნდის, ასევე ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენა, რომელსაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 5 თებერვლის კვირაში ფრაქციულ და კომიტეტების დონეზე მოუსმენენ და პლენარულ სხდომაზე ნდობას გამოუცხადებენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ორშაბათიდან უკვე იქნება მთავრობის შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენები და ჩვენი გეგმაა, რომ განვიხილოთ და კვირის ბოლოსთვის კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას“.
„ქართულმა ოცნებამ“ ახალი კანდიდატი პარლამენტს 2 თებერვალს წარუდგინა, თავის მხრივ კი ირაკლი მ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ დაარეგისტრირა, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე ასევე აიტვირთა მომავალ კვირაში დაგეგმილი შეხვედრების განრიგიც. დოკუმენტის მიხედვით:
5 თებერვალს 10 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე თავდაცვის და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები ერთობლივად მოუსმენენ თავდაცვის ახალ მინისტრს, ასევე იუსტიციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და შს მინისტრს.
ამავე დღეს 15 საათიდან ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანდაცვის კომიტეტებზე, განათლების, ასევე კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის მინისტრების მოსმენა;
6 თებერვალს კომიტეტები გაერთიანებულად მინისტრებს 16 საათიდან მოუსმენენ, კონკრეტულად კი აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებზე მოუსმენენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს.
7 თებერვალს – ოთხშაბათს, მოსმენები 10 საათიდან დაიწყება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობების კომიტეტებზე საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ;
ამავე დღეს 15 საათიდან კი ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მთავრობის შემადგენლობას მოუსმენენ.
8 თებერვალი დასკვნითი დღე იქნება, როდესაც 10 საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ მთავრობის შემადგენლობას მოუსმენენ, სადაც პრემიერობის კანდიდატი გამოვა;
11:45 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება
12 საათზე კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ პრემიერობის კანდიდატი თავისი სამთავრობო გუნდით წარდგება.