ნინო წილოსანი- ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს

საბედნიეროდ, ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს, – ასე უპასუხა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ „მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხარს არ დაუჭერს“.
ნინო წილოსანის თქმით, მთავრობის დაკომპლექტებაში მმართველ გუნდს არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება.
„მმართველ გუნდს არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება იმაში, რომ მთავრობა დავაკომპლექტოთ და გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება ისე წარმატებით, როგორც ახლა მიმდინარეობდა, თუმცა თავისთავად ოპოზიცია თავისი მონაწილეობით ან არ მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ მიზნობრიობას და გაუმართლებლობას საპარლამენტო ცხოვრებაში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით