ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ გამოცადა ახალი ტიპის საზენიტო რაკეტა

ჩრდილოეთმა კორეამ შაბათს განაცხადა, რომ გამოცადა ახალი ტიპის საზენიტო რაკეტა და ფრთოსანი რაკეტის „ზემსხვილი“ ქობინი. სამხრეთ კორეაში მიაჩნიათ, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიძლება რუსული ტექნოლოგიის ასლი დაემზადებინათ.
გამოცდა 2 თებერვალს ყვითელ ზღვაში ჩაატარა სარაკეტო მშენებლობის მთავარმა სამმართველომ, იტყობინება კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო.
რამდენი რაკეტა გაუშვეს და რა მანძილზე, არ აზუსტებენ.
კსდრ-ს საზენიტო რაკეტა არ უჩვენებია. ფხენიანმა ამ ტიპის ტექნიკის გამოცდის შესახებ პირველად 2021 წელს გამოაცხადა. სააგენტო „რიონჰაპს“ მოჰყავს სამხრეთ კორეის სამხედროს სიტყვები, რომ საქმე უნდა ეხებოდეს ს დახმარებით დახვეწილი რუსული სარაკეტო კომპლექსების, S-300 და S-400-ის ჩრდილოკორეულ ვარიანტებს – „პონგე-5“-სა და „პონგე-6“-ს. ში ომის ფონზე მოსკოვმა გააფართოვა კსდრ-სთან თანამშრომლობა. იგი ფხენიანისგან იღებს საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს, მათ შორის ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს.
ფხენიანის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებზეც გამოცდაა აღბეჭდილი, ჩანს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი რაკეტა: ის ხვდება შენობას და ფეთქდება. სამხრეთ კორეის სააგენტო „რიონჰაპს“ შეატყობინეს, რომ რაკეტების გაშვება დაფიქსირდა პარასკევს, დილის 11 საათზე.
სამხრეთკორეელმა სამხედრომ, რომელიც სააგენტოს ესაუბრა, აღნიშნა, რომ ჩრდილოეთი კორეა დიდი ალბათობით განაცხადებდა, რაკეტა ბირთვული ქობინის გადასატანად რომ იყოს განკუთვნილი. ვინაიდან ამის თაობაზე ცნობა არ ყოფილა, როგორც ჩანს, საქმე არ ეხება ბირთვულ იარაღს, მიაჩნია ექსპერტს. ამავე დროს „ზემსხვილი“ საბრძოლო ნაწილი პოტენციურად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული იარაღის განსათავსებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება