SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის

7
წაკითხვა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილის აფგან სადიგოვის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ “5 აპრილს აფგან სადიგოვის დაჩქარებული და იძულებითი გაძევების გარემოებები საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის მაღალი დონის კოორდინაციაზე მიუთითებს, რაც კრიტიკული ჟურნალისტისა და რედაქტორის მიმართ შესაძლო რეპრესიული პრაქტიკის კონტექსტში განსაკუთრებულად შემაშფოთებელია”.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 5 აპრილს, გამთენიისას, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დაჩქარებულად, ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასვლის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე გააძევეს. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გადაყვანას უკრძალავდა. აღნიშნულ საკითხზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა.2026 წლის 10 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მივიღეთ მითითება, რომლითაც მან ორივე მხარეს — განმცხადებელსაც და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს დამატებითი მოსაზრებების წარდგენა დაგვავალა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ მხარეებს შემდეგი დამატებითი კითხვა დაგვისვა: დროებითი ღონისძიების არსებობის მიუხედავად, განმცხადებლის აზერბაიჯანში გადაყვანა იყო თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა.მხარეებისთვის დასმული ეს კითხვა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოს ვალდებულებას, არ შეაფერხოს ინდივიდის უფლება, მიმართოს სასამართლოს. კერძოდ, ამ პროცესში სასამართლო შეაფასებს, ხომ არ შეუშალა ხელი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებამ განმცხადებელს ეფექტურად ესარგებლა კონვენციის 34-ე მუხლით გარანტირებული ინდივიდუალური საჩივრის უფლებით.სასამართლომ ასევე გვაცნობა, რომ ორივე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2026 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებით დროებითი ღონისძიების ზომა მოხსნა. ცხადია, რომ იმ ფონზე, როდესაც აფგან სადიგოვი საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადასცა აზერბაიჯანს, ამგვარი გადაწყვეტილების შენარჩუნების წინაპირობა ფაქტობრივად აღარც არსებობდა.ამასთან ევროპულმა სასამართლომ გამოგვიგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2026 წლის 3 აპრილის წერილი, რომელშიც საქართველოს მთავრობამ ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, რომლის მიხედვითაც აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და ექსტრადიციის მოთხოვნაც უკან გაიწვიეს. მთავრობამ სასამართლოს ასევე წარუდგინა ამის საფუძველზე გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანება აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საექსტრადიციო პროცედურების შეწყვეტის თაობაზე. ვინაიდან საექსტრადიციო პროცედურები შეწყდა, მთავრობა აღნიშნავდა, რომ განმცხადებელს აღარ ემუქრებოდა აზერბაიჯანში გადაყვანის რისკი. ასეთ გარემოებებში კი, მათი მოსაზრებით, არც კონვენციის მე-3, მე-6 მე-8 მუხლის დარღვევებს გააჩნია საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი.საგულისხმოა, რომ ამ წერილის გაგზავნიდან 2 დღეზე ნაკლებ დროში აფგან სადიგოვი საქართელოდან აზერბაიჯანში გააძევეს, ისე, რომ მთავრობა სტრასბურგის სასამართლოდან პასუხს არც კი დაელოდა, რითაც ჩვენი შეფასებით, მან დემონსტრაციულად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ევროპული კონვენცია.აღსანიშნავია, რომ აფგან სადიგოვის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ძირითადი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2025 წლის მარტში გააგზავნა, აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეზე, აფგან სადიგოვის გაძევების დროისთვის მხარეებს უკვე წარდგენილი ჰქონდათ მოსაზრებები და პასუხები სასამართლოს კითხვებზე. თუმცა, 5 აპრილის მოვლენების შემდეგ ევროპულმა სასამართლომ მხარეებს გაძევების პროცედურასთან და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მის შესაბამისობასთან დაკავშირებითაც დაუსვა ძირეული კითხვა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის გაძევებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო უკვე თავის ძირითად გადაწყვეტილებაში იმსჯელებს და საქართველოს მთავრობის მხრიდან დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპული კონვენციის შესრულების საკითხს სამართლებრივად შეაფასებს.უნდა ითქვას, რომ 5 აპრილს აფგან სადიგოვის დაჩქარებული და იძულებითი გაძევების გარემოებები მიუთითებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის მაღალი დონის კოორდინაციაზე, რაც კრიტიკული ჟურნალისტისა და რედაქტორის მიმართ შესაძლო რეპრესიული პრაქტიკის კონტექსტში განსაკუთრებულად შემაშფოთებელია. ეს შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკისა, რომელიც მიზანმიმართულად ზღუდავს აქტივისტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და დაცვას. ამავდროულად, საქმე ნათლად აჩვენებს სერიოზულ ეჭვებს, რომ ხელისუფლების მოქმედებები მიმართული იყო საერთაშორისო ვალდებულებების ფორმალური გვერდის ავლით თავიდან არიდებისკენ, მათ შორის იმ ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით, რომლებიც კრძალავს პირის დაბრუნებას დევნისა და არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის პირობებში და უზრუნველყოფს ეფექტიან სამართლებრივ დაცვასა და სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო შესრულებას.სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესებს დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ის ასევე გამოიყენებს სხვა უფლებადაცვით მექანიზმებს დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დასაცავად”, — ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აფგან სადიგოვი 5 აპრილს დააკავეს. დილის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1-ელ აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
“იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და “პაგონების” სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.”
sadigov
კომენტარები
გადახედვა
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
28 წუთის წინ
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ”
50 წუთის წინ
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ”
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
50 წუთის წინ
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
გადახედვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
54 წუთის წინ
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
ერთი საათის წინ
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
2 საათის წინ
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
2 საათის წინ
-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
გადახედვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
2 საათის წინ
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
2 საათის წინ
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
3 საათის წინ
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
4 საათის წინ
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
გადახედვა
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ “სოციალური ქსელის” სიქველში
4 საათის წინ
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ “სოციალური ქსელის” სიქველში
გადახედვა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
4 საათის წინ
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
5 საათის წინ
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
გადახედვა
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
5 საათის წინ
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა
ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია
5 საათის წინ
ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია
გადახედვა
ელენე ხოშტარია: ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა — უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან
6 საათის წინ
ელენე ხოშტარია: ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა — უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან
გადახედვა
Coachella 2026: ჯასტინ ბიბერის უღიმღამო გამოსვლა და საბრინა კარპენტერის შთამბეჭდავი შოუ
6 საათის წინ
Coachella 2026: ჯასტინ ბიბერის უღიმღამო გამოსვლა და საბრინა კარპენტერის შთამბეჭდავი შოუ
გადახედვა
რუბი როუზმა კეტი პერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა
6 საათის წინ
რუბი როუზმა კეტი პერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა
გადახედვა
ამბობს, რომ არ აწუხებს ვიქტორ ორბანის მარცხი და მოსწონს მომავალი პრემიერი პეტერ მადიარი
6 საათის წინ
ამბობს, რომ არ აწუხებს ვიქტორ ორბანის მარცხი და მოსწონს მომავალი პრემიერი პეტერ მადიარი
გადახედვა
: დააკავეს პირი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს სისტემატიურად აუპატიურებდა
6 საათის წინ
: დააკავეს პირი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს სისტემატიურად აუპატიურებდა
კვირის ტოპ-5
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ270 ნახვა
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც “ოცნების” ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა237 ნახვა
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს211 ნახვა
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე192 ნახვა
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია191 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
გადახედვა
კინო
დიუნის მესამე ნაწილში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება — ფილმი CinemaCon-ზე წარადგინეს
დიუნის მესამე ნაწილში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება — ფილმი CinemaCon-ზე წარადგინეს
გადახედვა
საზოგადოება
18 აპრილიდან, სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციის გამო, მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
18 აპრილიდან, სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციის გამო, მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
საკითხავი
გლოვა, რომელიც სრულდება
გლოვა, რომელიც სრულდება
ეკონომიკა
გამოიწერე მერე ბარათით და დაიბრუნე ქეშბექი
გამოიწერე მერე ბარათით და დაიბრუნე ქეშბექი
გადახედვა
კინო
LOTR: ნადირობა გოლუმზე — იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი როლებს უბრუნდებიან
LOTR: ნადირობა გოლუმზე — იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი როლებს უბრუნდებიან
საზოგადოება
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში, 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში, 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
გადახედვა
პოლიტიკა
პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
ეკონომიკა
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
გადახედვა
კინო
Ocean's 11-ის პრიქველი დენი ოუშენის მშობლების შესახებ მოგვითხრობს
Ocean's 11-ის პრიქველი დენი ოუშენის მშობლების შესახებ მოგვითხრობს
ახლა კითხულობენ
გადახედვა
: თუ გამარჯვება გვინდა უნდა გამოვიდეთ ფეისბუქებიდან, ტელესტუდიებიდან და გავცდეთ რუსთაველის გამზირს, დავუკავშირდეთ ნამდვილ ხალხს!
8 საათის წინ
ოდესღაც კარგი კაცი იყო. მე ის პირველად გავიცანი თავისუფალი უნგრეთის სულ დასაწყისში, როცა 1993 წელს,…
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა
შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას